лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

XXI საუკუნის მეკობრეები

შავი დროშა, საბრძოლო ხომალდის ამაყი სილუეტი, მებრძოლთა რაზმი ბოტზე, რომლებიც მაჩეტებითა და ავტომატებით არიან აღჭურვილნი. მათ დიდი ხანია უარყვეს ნორმალური ცხოვრების წესი და თავისუფლება მოინდომეს, ხოლო სინგაპურისა და ინდონეზიის სახრჩობელები მათ კისრებზე ოცნებობენ. 

ალბათ გსმენიათ იმ მეკობრეების შესახებ, რომლებიც გლობალურ სამხრეთში მშვიდობიან ხომალდებსა და ხალხს ძარცვავენ. დიახ, ამ სტატიაში საუბარი სწორედ მათზე იქნება. ძირითადად ესენია ფერადკანიანი ახალგაზრდა მამაკაცები ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის გეტოებიდან, რომლებმაც კარგად იციან ზღვა, თევზაობა და ზღვის პროდუქტების მოძიება. ხოლო მათი პროდუქტები არავის სჭირდება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ღარიბი მშობლები ცდილობენ, გახადონ 17-23 წლის ჭაბუკები გეი-მეძავებად მდიდარი კაცებისთვის, ბიჭების ნაწილს არ უნდა ასეთი ბედის მსხვერპლი იყოს და თუ კარგ ფიზიკურ ფორმაშია, იღებს იარაღს და ზღვაში გადის. 

მაგალითად ინდონეზიაში მეკობრეობა არის ჩვეულებრივი. აქ 14 000 კუნძული და სრუტეა, კლდიანი რელიეფი კი ხელს უწყობს მეკობრეების ნავსადურების შექმნას. ახალგაზრდები მიდიან ნავსადგურებზე და დღეების განმავლობაში სხვადასხვა მეკობრეს დახმარებას სთავაზობენ. ვისაც უმართლებს, შემდგომში რაზმის წევრი ხდება, ხოლო ხანგრძლივ პერსპექტივაში - მეკობრე. 

ისინი, ვისაც არ არიგებენ გემებზე, ბრუნდებიან სახლში და ხდებიან მეძავები ან რჩებიან პორტში ერთიანდებიან 5-7 კაციან ბანდებში, აღიჭურვებიან არმატურით, დანებით, ჯაჭვებით, თვეობით ემზადებიან და ელოდებიან გემების შესვლას. გამომდინარე მათი მწირი გამოცდილებისა, ხშირად მათ კლავენ შეჯახებებში, თუმცა, ვისაც უმართლებს, ისინი იღებენ გემს და მკვიდრდებიან. 

ამის შემდეგ ისინი უშვებენ თავის ბაირაღებს და დღიდან დღემდე ცდილობენ გემების გაძარცვას. სწორედ მაშინ მოდის ადგილობრივი პოლიცია და მთავრობა და მიანიშნებს მათ, რომ დროა ქონების დაყოფისა. ის, ვისაც სისხლითა და ოფლით მოპოვებული ქონების დაყოფა ენანება, როგორც წესი, გამთენიისას სისხლიან გუბეში წევს. კი, სწორედ მიხვდი. მეკობრეებსაც კი აქვს ”კრიშა”. 

შემდეგ პოლიცია აძლევს მათ საშუალებას საზღვრებს გარეთ იმოძრაონ, შემდეგ, როგორც წესი, სთავაზობს მათ საქმეს - საერთაშორისო გემის გაძარცვასა და ინდონეზიისთვის ჩაბარებას, შემდეგ პოლიცია მეკობრეებს კლავს და სხვა მყიდველს ჰყიდის ისე, რომ მთავრობამაც ხშირად არ იცის. 

აი, ასეთი ბიზნესია. ინდონეზიელი პოლიციელები უმეტეს შემთხვევაში უფრო მეკობრეები გამოდიან, ვიდრე ის ახალგარზდები, რომელთაც არ უნდოდათ ვიღაცის მეძავები ყოფილიყვნენ, რომლებმაც წლების განმავლობაში შუბლით გატეხეს კედელი და მზის ქვეშ ადგილი იპოვეს.

ხშირად ხდება ასეც - პოლიცია თანამშრომლობს მეკობრეებთან არა ერთი წლის განმავლობაში, ამის შესახებ იცის ინდონეზიის მთავრობამაც, შემდეგ გამოჩნდება მორიგი ამერიკა/დასავლური ადეკვატური სახელმწიფო, რომლის გემი გაძარცვეს ინდონეზიის მთავრობის/პოლიციის დაკვეთით, ინდონეზიის მთავრობა გამოხატავს პირფერულ შეშფოთებას, იწყებს გამოძიებას, ამაში ერთვებიან აშშ-ის/დას. სახელმწიფოს სამართალდამცველები და ისინი ჯერ ალყაში იღებენ მეკობრეთა გემებს, ხოლო შემდეგ სათითაოდ კლავენ მათ. 

აი, ასეთი თანამშრომლობაა ლეგიტიმურსა და არაკანონიერ ორგანიზაციებს შორის.скачать dle 11.3
loading...


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge