лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

საბავშვო ლექსები #1

თუ გინდა, რომ პატივს გცემდეს,
გაფასებდეს ირგვლივ ყველა.
ნუ იქნები მატყუარა,
ეშმაკი და გაიძვერა.
დიდმა შოთამ დაგვიბარა, 
განუერჩევლად ყველა სჯულსა:
„ სიცრუე და ორპირობა
ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“.
ისწავლე და დაარიგე,
შენი ძმები და დებია.
კეთილი საქმე ვაკეთოთ,
სიკეთე გადამდებია.

******************

დღეობა აქვს მაჩვს

დღეობა აქვს მაჩვს,
ვერ ასვენებს თათს
- უსაჩუქროდ არ მოხვიდე!
უმესიჯებს თახვს.
- ტორს ტორტი გამოაყოლე,
ნუ შეირცხვენ თავს,- 
აი,უკვე მერამდენედ
შეახსენა დათვს.
- ბუშტები კარგად გაბერე,
ნუ დაზოგავ თავს.
პიტარდებიც შენზე იყოს- 
გადასძახა წავს.
ჯერ ხესაც არ გამოუსხამს,
მაგრამ ითხოვს წაბლს.
- თათს ბლომად გამოაყოლე,- 
დაუბარა ზღარბს.
სოროს დაგვა,წმენდა,რეცხვა
დაევალა თაგვს,
ჯამ-ჭურჭელის მოტანა კი
დაეკისრა ცხვარს.
ტახმა ტახტი მოიტანა
სტუმარს იტევს ათს.
ვისაც სკამზე ვერ დაატევს,
მაჩვი დასხამს აქ!
მაგიდა და ჯირკი მოაქვს
ტყის ბოლოდან თხას,
წელი სწყდება,ემძიმება,
მაგრამ სხვა გზა აქვს?!
დოლ-გარმონი,გუდასტვირი
ზურგით მოაქვს ციყვს.
საქმე ყველას ჩეჩქვადა აქვს
დაეხმაროს ვინ?
ბულბული და შაშვიც მოდის,
მოაქვთ ტკბილი ხმა.
- ძალზედ მჩატედ მოსულხართო,- 
მაჩვი ჭმუხნის წარბს.
ფუტკარი ცვილს ეზიდება,
მგელი ართავს ძაფს,
ტორტი უსანთლოდ,რომ დახვდეს
რა გაასწრებს მაჩვს?
მოკლედ, ტყეში დიდი დღეა,
დღეობა აქვს მაჩვს,
ჰოდა, ისიც მხიარულობს,
ცეკვავს,ხტის და ჭამს,
სტუმრებს ზედაც არ უყურებს,
მარტო იქცევს თავს.
გეკითხებით ამისთანას
ზრდილობა თუ აქვს?

************************


სამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს, 
შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს!
და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს, 
რომ ცხინვალი არის საქართველო !
სანადიმოდ აფხაზეთში წავალ- 
გადავივლი ცხრა მთასა და მდელოს.
ბავშვობიდან ჩავუნერდოთ ყველას,
რომ სოხუმი არის საქართველო !
სიყვარულით კვლავ გავითბობთ გულებს
არ გვჭირდება საზღვარი და ხაზი.
ერთიანი საქართველოს ზეცას
დამილოცავს ოსიც და აფხაზიც.
მონატრებულს დაგიკოცნი მიწას.
კაცს ვერ ვიტან ორგულსა და ორპირს.
საქართველოს დროშას გავშლი მალე
და ცხინვალში გადავიხდი ქორწილს!!!


*****************************

ბაჯბაჯა ბელს რა უნდა?
ერთი დიდი სკა უნდა!
მძიმეა და ძვრა უნდა,
ბელს კი გარჯა არ უნდა.
მაგრამ თაფლი ხომ უნდა?
უნდა, აბა არ უნდა?!
ჰოდა, გარჯა მოუწევს,
უნდა ეს თუ არ უნდა.


******************************

თუკი კარგი შვილი ხარ,
სწავლა არ გეზარება,
მაშინ შენი სიკარგით
სამშობლოც გეყვარება.
თუ შენს მეგობრობაში
ეჭვი არ ეპარებათ,
მაშინ ამ ერთგულებით
სამშობლოც გეყვარება.
სოფლად წასვლის წყურვილი
მართლა თუ გეძალება,
ასეთივე სურვილით
სამშობლოც გეყვარება.
თუკი უცხო მხარეში
სახლი სულ გენატრება,
ჩათვალე, რომ ესაა
სამშობლოს მონატრება...

***************************

ერთი, ორი, ერთო, ორი,
დათუნიას მისცეს დოლი.
დაუკრა და რა დაუკრა,
აადინა იმ დოლს ბოლი.
უხარია დათუნიას
საქმეც სწორედ ამაშია.
იმ დღის მერე უღრან ტყეში,
სულ ცეკვა და თამაშია.
скачать dle 11.3
loading...
84 0 admin სხვადასხვა 17-10-2017, 17:51


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge