лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

12 პროდუქტი, რომელიც ბავშვის თეფშში არ უნდა მოხვდეს

ყველა დედას სურს, მისი შვილი ჯანსაღად და მრავალფეროვნად იკვებებოდეს. პატარა ბავშვებს ხშირად უფროსების დელიკატესებსაც ასინჯებენ. მაგრამ იცით, რომ არსებობს პროდუქტები, რომლების საერთოდ არ უნდა მოხვდნენ ბავშვის თეფშში?..

ხიზილალა და ზღვის პროდუქტები
არავინ კამათობს, რომ ხიზილალა და წითელი თევზი მეტად სასარგებლო პროდუქტია. მდიდარი ცილით, ფოსფორით, ვიტამინებითა და ამინომჟავებით. მაგრამ 3 წლამდე ბავშვს არ უნდა გაასინჯოთ. თევზის პროდუქტები საკმაოდ ალერგიულია, ხიზილალა დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.

ხაჭოს მოჭიქული ყველეული და დესერტი
ეს იგივე ე.წ. სიროკია. მასში მართლაც შეიძლება იყოს ხაჭო, მაგრამ იმდენ არომატიზატორსა და შაქარს შეიცავს, რომ ბავშვის მენიუსთვის საზიანოა.

სოკო
თუნდაც 100 პროცენტით დარწმუნებული ხართ, რომ სოკო უსაფრთხოა, სკოლამდელი ასაკის ბავშვს არც ერთი სახეობის და არანაირ მდგომარეობაში (მოხარშული, მოთუშული) არ უნდა გაასინჯოთ. სოკო საკმაოდ რთულად გადასამუშავებელი პროდუქტია და არღვევს ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

კონსერვები და ბოსტნეულის მარინადები
შინაურულიც კი უამრავ მარილს, სანელებლებსა და ძმარს შეიცავს. რამაც შეიძლება პატარას თირკმელები დაუზიანოს.

ცხიმიანი ხორცის სახეობა
ღორისა და ცხვრის ხორცი რთულად გადასამუშავებელი პროდუქტია. ზედმეტი დატვირთვაა ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის.​​​​

ტორტები და ღვეზელები
განსაკუთრებით მაღაზიაში ნაყიდი, რომლებიც გაჯერებულია რთულად გადასამუშავებელი ცხიმებით და მავნე დანამატებით. თუმცა, ნურც შინაურული ტორტების ჭამას დააძალებთ.

ნახარშები და ბულიონები
მიუხედავად იმისა, რომ ბულიონი ტრადიციულ საბავშვო კერძად მიიჩნევა, საკმაოდ მძიმე საკვებია და მისი გადამუშავება ბავშვის კუჭს უჭირს. თანამედროვე პედიატრები ბულიონს რეკომენდაციას არ უწევენ.

შოკოლადი და კანფეტები
იწვევს ალერგიას და ტვირთავს ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს.

ნაყინი
ტრანსცხიმებით, არომატიზატორებითა და ალერგიის გამომწვევი სხვა ნივთიერებებითაა გაჯერებული. 3 წლამდე ბავშვს საერთოდ ნუ აჭმევთ, სკოლამდელს ძალიან შეზღუდული რაოდენობით მიეცით.

გაზიანი სასმელები
შეიცავს უამრავ შაქარს, საღებავებს და სხვა, ბავშვის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებას.

სოსისები და ძეხვები
ყველაზე ხარისხიანიც კი ბავშვის ორგანიზმისთვის მავნე ცხიმითა და მარილითაა გაჯერებული.

ეს სია დაიმახსოვრეთ და სხვებსაც გაუზიარეთ
скачать dle 11.3
loading...


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge