лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

2000 მეტრის სიმაღლეზე თოკის გარეშე მცოცავი ექსტრემალი ალპინისტი (VIDEO)

ამ სტატიების ციკლში თქვენ გაეცნობით სამყაროს ყველაზე თავზეხელაღებული ექსტრემალების ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობებს თანდართული ფოტო და ვიდეომასალით.

სერფინგი, დაივინგი, ალპინიზმი, მოტო რბოლა, ბანჯი ჯამფინგი და ჯომარდობა მსოფლიო ექსტრემალებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს სახეობები გარკვეულწილად, ტრადიციულ სახეობებად ჩამოყალიბდა, თუმცა ამ ჩამონათვლის მიღმა არსებობს არაერთი სახიფათო და უცნაური სახეობა, რომელიც ექსტრემალების ფანტაზიის მიგნებაა.

ამ სტატიაში ალპინიზმით, როგორც ერთ-ერთი "ხანდაზმული" ექსტრემალური სახეობით დავიწყებთ, სტატიის ბოლოს კი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალპინისტზე მოგითხრობთ...

როდესაც მთის მწვერვალებისკენ სვლა მთავარი მიზანია, მაშინ ისეთი ბარიერები, როგორიცაა წინაღობებით აღსავსე რელიეფი, ცუდი ამინდი და სხვა ხიფათი, აზრს კარგავს. 

ადამიანებს უხსოვარი დროიდან უწევდათ სხვადასხვა მიზნებისთვვის ცხრა მთის გადალახვა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, თუმცა ალპინიზმის, როგორც სპორტის ამ ექსტრემალური სახეობის ფუძემდებლად შვეიცარიელი გლეხი და ფრანგი ექიმები ითვლებიან, რომლებმაც 1786 წელს მონბლანი დალაშქრეს (4807მ). 

ეს იყო პირველი, სრულიად სპორტული მოტივით სვლა მწვერვალებისკენ. თუმცა თუ სპორტის ეს სახეობა თავზეხელაღებული ექსტრემალებისთვის წინაღობებთან ბრძოლის ჟინია, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ალპინიზმი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოა. 

საუბარია მეცნიერებზე, რომლებიც ალპინიზმს მეტეოროლოგიური, გეოლოგიური და მსგავსი დაკვირვებებისთვის იყენებენ. პირველი ასეთი მეცნიერი ჟაკ ბალბასა იყო.

ახალგაზრდა ალპინისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ალექს ჰონოლდი, რომელმაც ორი მახასიათებლით მიიქცია ყურადღება - ჰონოლდი ჯგუფურ ალპინიზმზე უარს ამბობს, რის გამოც მას "თავისუფალი მარტოხელა" დაარქვეს, და რაც ყველაზე მთავარია, ჰონოლდი სალ კლდეებს ყოველგვარი დაცვის გარეშე, ცარიელი ხელებით უმკლავდება. 

ის 2.000 მეტრის სიმაღლეზე თოკის გარეშე აცოცდა და დამსახურებული დიდებაც მოვიდა მის ცხოვრებაში. 


скачать dle 11.3
loading...
42 0 admin სპორტი 18-10-2017, 13:31


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge