კატანა — იაპონური დიდი ხმალი, რომელსაც ძირითადად სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა, სიძვირის გამო, ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო. იგი ითვლება ცივი იარაღის წარმოების ხელოვნების პიკად, ის ადვილად ჭრის ნებისმიერ ევროპულ თუ აზიურ ხმლებს. კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრისგან, რაც იწვევს მის საოცარ ელასტიკურობას და ამავე დროს სიტკიცეს.

 
2017 NewLook.Ge