лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

სტალინის პირადი მანქანის საიდუმლო - რა საოცრება იმალებოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილის მიღმა

მისი ეშინოდათ და ყოველთვის უთმობდნენ გზას. საუბარია არა სტალინზე, არამედ მის მანქანაზე - ЗИС-115, სსრკ-ში გამოშვებულ პირველ დაჯავშნულ სედანზე. მისი ბედი ისეთივე საინტერესოა, როგორვ თავად მაქანის აგებულება.
არავინ იცის როგორ და როდის, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს უნიკალური ავტომობილი ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტის უკანა ეზოში აღმოჩნდა, ცოტა ხანში კი საერთოდ გაქრა. თუმცა 2002 წელს ისევ გამოჩნდა, ამჯერად მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთ აგარაკზე.
საქმე შემდეგნაირად იყო: ერთხელ, კოლექციონერ ვლადიმირ ზადოროჟნს მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა სთხოვა ენახა და შეეფასებინა ერთი საინტერესო ექსპონატი. მისი თქმით, აგარაკზე შემონახული ჰქონდა ავტომობილი, რომელიც სამუზეუმო მნიშვნელობის იყო. ადგილზე მისულ ავტოსიძველეების თაყვანისმცემელს თითქმის მიწაში ჩაფლული და სანახევროდ დამპალი შავი ფერის სედანი დახვდა. ზადოროჟნიმ აღნიშნული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ლიხაჩევის სახელობის ქარხნის არქივებში მოიძია და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა რარიტეტის შეძენა.
ავტომობილი, რომელიც გარეგნულად ზუსტად ჩვეულებრივ ЗИС-110-ს (სამოქალაქო მანქანა, რომლის შემუშავება დაიწყეს დიდი სამამულო იმის დროს) ჰგავდა, სინამდვილეში "ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი" აღმოჩნდა. 1949 წელს პარტიული ელიტისთვის შექმნილი ЗИС-115, ყველა მახასიათებლით განსხვავდებოდა ЗИС-110-სგან. სხვაობა დაახლოებით იგივე იყო, რაც მოტოციკლსა და ტანკს შორის.

image

ძარა შედგებოდა არა ცალკეული დაჯავშნული პანელებისგან, როგორც ევროპულ და ამერიკულ ანალოგებთან გვხვდებოდა, არამედ წარმოადგენდა შედუღებულ და შეკრულ კონსტრუქციას. ანუ, ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი ჯავშანკაფსულა. ამასთან, თითოეულ შედუღებულ დეტალს საკუთარი სერიული ნომერი და დამამზადებლის სახელი ეწერა. აქედან გამომდინარე, თუ რამე მოხდებოდა, მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანს ეკისრებოდა. გარდა ამისა, კორპუსზე შესაძლებელი იყო გარჩევა იმ ტყვიების კვალის, რომლებიც მანქანის სხვადასხვა ნაწილის გამძლეობაზე გამოცდის დროს იქნა გამოყენებული.

image
მინები რთულ საინჟინრო კუნსტრუქციას წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში შედიოდა 35 მმ-იანი მინა, საჰაერო ფენა, ბლანტი ორგანული მინა (რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩამტყდარი შიდა მინის ნამსხვრევების კინეტიკური ენერგია უნდა ჩაეხშო) და განსაკუთრებული შენადნობი, რომესაც სტალინიტი უწოდეს. იმისთვის, რომ ფანჯრები არ დანამულიყო, საბჭოთა ინჟინრებმა მათში სპეციალური, ტენის შემწოვი ფხვნილის შეცველი მილაკები ჩაამონაჟეს. შუშების ასაწევად კი ჰიდრავლიკური დომკრატები გამოიყენებოდა.
image
ცნობილია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სტალინი საკმაოდ ასკეტური იყო. მაგრამ ЗИС-115-ის ინტერიერის დანახვაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. 6-7 ადამიანზე გათვლილი ფართო სალონი ბუნებრივი ტყავისგან, ხავერდისა და ბუნებრივი მატყლისგან იყო დამზადებული. წინა პანელზე კი კარელიური არყის ხისგან დამზადებული ელემენტები ჰქონდა ჩადგმული. ინსტრუმენტთა პანელის ფერი იცვლებოდა მანქანის სიჩქარის მიხედვით. 40 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას პანელი მწვანედ იყო ანთებული, 40-დან 80 კმ/სთ-მდე სტაფილოსფერი ხდებოდა, ხოლო თუ სიჩქარე 80 კმ/სთ-ს გადააჭარბებდა, წითელ შეფერილობას იღებდა.
imageimage


შეგახსენებთ, რომ ეს იყო 1949 წელს შექმნილი ავტომობილი.
როგორც ჩანს, შემქმნელებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს. სხვაგვარად არც შეეძლოთ, რადგან ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში მანქანის ჩაბარების პროცედურას ვერ გადაურჩებოდნენ. აღნიშნული პროცედურა კი შემდეგნაირად ჩატარდა: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა მთავარი ინჟინერი და წამყვარი კონსტრუქტორი ჩასვენს მათ მიერვე აწყობილ მანქანაში, დაკეტეს ფანჯრები და კარები და მანქანა ავტომატებით დაცხრილეს. შიგ მსხდომები საერთოდ არ დაზარალებულან.
ის, რომ ეს ნამდვილად სტალინის პირადი ავტომობილი იყო, ამტკიცებს ძარაზე არსებული ნომერი - 18.

image

და მაინც, როგორ აღმოჩნდა ტექნიკის ეს საოცრება პროფესორ ბაუმანკის აგარაკზე? აღმოჩნდა, რომ სტალინის გადაცვალების შემდეგ ЗИС-115 გაგზავნეს ლიხაჩევის სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხანაში... გადასამუშავებლად. მაგრამ გაურვეველი მიზეზის გამო ავტომობილი გადაეცა ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს სხვადასხვა ცდებისთვის. იმის გამო, რომ მანქანას "გრიფით საიდუმლო" სტატუსი ჰქონდა, იგი გააფორმეს, როგორც მხოლოდ ძარისა და ნაწილების კომპლექტი. დროთა განმავლობაში ЗИС-115-ის გამოყენება დაიწყეს საინკასაციო ტრანსპორტად უნივერსიტეტის სალაროს გადასატანად. მაგრამ შემდეგ ამაზეც უარი თქვეს და ბელადის ავტო უბრალოდ "მოისროლეს" უკანა ეზოში, სადაც იდგან იქამდე, სანამ პროფესორმა არ გამოისყიდა.
image

ზადოროჟნიმ სტალინის მანქანაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და სარესტავრაციოდ გაგზავნა. მუსაობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ოსტატები, რომლებმაც აღნიშნული უნიკალური მოდელი შექმნეს, უკვე ამქვეყნად აღარ იყვნენ, მაგრამ რესტავრატორებს ძალიან ეხმარებოდა საარქივო მასალები. სამუშაო მნიშვნელოვნად გაართულა იმან, რომ სპეციალისტებს არ შეეძლოთ ავტომობილის სრულად დაშლა, როგორც ეს ჩვეულებრივ, მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე. როგორც ზემოთ ვთქვით, მანქანა ერთგვარ დაჯავშნულ კაფსულას წარმოადგენდა და არა ცალკეულ დეტალებს, ამიტომ, მისი ბოლო ჭანჭიკებამდე დაშლა შეუძლებელი იყო.
არქივის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რესტავრატორებმა მაინც შეძლეს ნაბიჯ-ნაბიჯ აღედგინათ ЗИС-115-ის ექსტერიერი და პრაქტიკულად თავდაპირველი იერი დაებრუნებინათ სალონისთვის.
image
რესტავრაციაზე დაიხარჯა 5 წელი და დაახლოებით 200 ათასი დოლარი. ამის შემდეგ "ჯავშნოსანმა" 300 კმ-იც კი გაიარა.
image
დღეს უნიკალური ავტომობილი ვადიმ ზადოროჟნის ტექნიკის მუზეუმშია დაცული მოსკოვის არხანგელსკის ოლქში. იგი შეფასებულია მინიმუმ 3-4 მილიონ დოლარად, მაგრამ მფლობელი აცხადებს, რომ მის გაყიდვას არავითარ ფულზე არ აპირებს.скачать dle 11.3
loading...
58 0 admin საინტერესო 19-10-2017, 17:42


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge