лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

გამოგონებები, რომლებითაც 2100 წელს ვისარგებლებთ

მომავლის პროგნოზირება რთულია. იმის გაგება თუ რა ტექნოლოგიური სასწაული გველის უახლოეს რამდენიმე წელში, თითქმის შეუძლებელია, მით უმეტეს, როდესაც საუბარი მომავალ 80 წელს ეხება. მიუხედავად ამისა, Gizmodo-მ მომავლის იმ ტექნოლოგიების სია შეიმუშავა, რომლებსაც 2100 წლისთვის გამოვიყენებთ. ზოგიერთი მთგანზე მუშაობა უკვე დღეს მიმდინარეობს, რამდენად გასაოცრად და წარმოუდგენლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩამონათვალში არსებული გამოგონებები, ისინი 22-ე საუკუნის მიჯნაზე უკვე უნდა გამოჩნდეს, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნური ინტელექტია, რომელიც, როგორც კომპიურტერულმა მეცნიერმა გუდმა ჯერ კიდევ 1960 წელს თქვა, უკანასკნელი გამოგონებაა, რომელიც ადამიანმა უნდა შექმნას. 

ტვინთან დაკავშირებული ვირტუალური რეალობა

Oculus Rift-ის მსგავსი ვირტუალური რეალობის მატარებელი მოწყობილობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რამდენად დახვეწილიც არ უნდა იყოს ეს მოწყობილობა, მას პარალელურ რეალობაში ყოფნის რეალური შეგრძნება აკლია. 2100 წლისთვის მეცნიერები დანამდვილებით შექმნიან ვირტუალურ სამყაროს რომელსაც, სინამდვილისგან ვერ გავარჩევთ.
ფუტუეოლოგმა, რეი კურცვეილმა თავის წიგნში "სინგულარობა ახლოსაა" ახსნა, როგორ შეიძლება ვირტუალური რეალობის აღქმის გაუმჯობესება. 
ის მიიჩნევს, რომ ყველაფერი ნანორობოტებით დაიწყება, რომლებიც ჩვენს სხეულსა და ტვინში იქნება. ისინი უზრუნველყოფენ ვირტუალურ რეალობაში ჩაფლობას, რომელიც ნერვული სისტემის შიგნიდან გახდება შესაძლებელი. უზრუნველყოფენ ჩვენი ტვინის დაკავშირებას ინტერნეტის საშუალებით და მნიშვნელოვანწილად გააფართოვებს გონებრივ შესაძლებლობებს. 

მზის კოსმოსური ენერგია


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცივილიზაცია კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებას ცდილოს და სურს, უფრო მდგრად ენერგეტიკულ ეკონომიკაზე გადასვლა, გვეჩვენება, რომ ვერასდროს შევძლებთ ჩვენი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. კოსმოსურ ენერგიას, რომელის გამოყენება ჯერ კიდევ 1960-იან წლებში იყო შემოთავაზებული, ამ პრობლემის გადაჭრა ერთხელ და სამუდამოდ შეუძლია. 
დაახლოებით, 60 წლის წინ პიტერ გლეიზერმა მზის თანამგზავრები წარმოადგინა, რომლებსაც მიკროტალღების საშუალებით დედამიწის ზედაპირზე მზის ენერგიის გადმოცემა შეეძლო. ამის შემდეგ აღნიშნული იდეის განხორციელების ბევრ სქემაზე იყო საუბარი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მისი განხორციელების რეალური გეგმა იაპონიას აქვს. 

ცნობიერების ჩატვირთვა


22-ე საუკუნის მიჯნაზე ადამიანები ციფრულ არსებობას ამჯობინებენ, რომელიც ყოველგვარი ბიოლოგიური შეზღუდვებისგან თავისუფალია. ცნობიერების ჩატვირთვა არსებული ბიოლოგიური ტვინის ზუსტ კოპირებას შესაძლებელს გახდის. სკანირება მოლეკულურ დონემდე ყველა დეტალს მოიცავს, მათ შორის მოგონებებს, ასოციაციებსა და კონკრეტული ადამიანის პირად ჩვევებს. 
ფუტუროლოგებმა ჯერ არ იცინ როდის გახდება შესაძლებელი ცნობიერების ჩატვირთვა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, დარწმუნდნენ, რომ ტვინის ყველა დეტალი დაკოპირდა, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც ადამიანის იდენტურობის განცდას უკავშირდება. 

"ჩატვირთულმა" ადამიანმა ნორმალურად რომ იფუნქციონიროს, ვირტუალური სხეული და სივრცე დასჭირდება. 
მთავარი კითხვა მაინც იმაში მდგომარეობს, ეს ცნობიერების რეალური გადატანა იქნება თუ ადამნიანის ტვინის უბრალო კოპირება. 

ამინდის მართვა

ნაკლებსავარაუდოა, რომ ჩვენი რასა მიმდინარე ასწლეულის დასასრულისთვის ამინდის სრულად კონტროლირებას შეძლებს, მაგრამ მასზე სერიოზული გავლენის მოხდენა სავსებით შესაძლებელია. ჩვენ უკვე ხელს ვუწყობთ ღრუბლების ფორმირებას ნალექის სტიმულირებისთვის. კალიფორნიაში ამას 50 წლის განმავლობაში აკეთებენ. მომვალში ამინდის ინჟინრები კედლის მაგვარი სტრუქტურების გაშენებას შეძლებენ, რომლებოც დამანგრეველი ტორნადოს წარმოქმნას ხელს შეუშლის,  ააშნებენ მასიურ ტურბინებს ზღვაში, რომლებიც ქარიშხალს ენერგიასა და ძალას წაართმევენ. 
2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქარის ელექტროსადგურს , რომელიც ათობით ათასი ქარის ტურბინისგან შედგება, ქარის სიჩქარის შემცირება 148 კმ/სთ-ით შეუძლია. რაც ყველაზე საინტერესოა ჩვენ, საბოლოო ჯამში, პროგრამირებადი ამინდის შესაქმნელად ამინდის მანქანას გამოვიგონებთ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამინდს მთელს მსოფლიოში შეცვლის. 

გონებათა ურთიერთობა

საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ნეირობიოლოგიაში მიღწეული წარმატება კაცობრიობას ტელეპატიუირ სახეობად გადააქცევს. 
გონებათა პირდაპირი კავშირის გაჩენა ჩვენ, როგორც პიროვნებებს, სულ უფრო დაგვაკავშირებს და ურთიერთდაკავშირებული გონების ფართო ქსელამდე მიგვიყვანს. 
ასეთ მომავალში პიროვნულობის გაქრობის მოწმეები გავხდებით და კოლექტიური, მასობრივი ცნობიერების აღზევებას დავაკვირდებით. ასეთი მომავალი კი შორი პერსპექივა არ არის. ჯერ კიდევ 2014 წელს მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ტვინის ტვინთან დაკავშირების პირდაპირი და არა ინვაზიური სისტემის დემონსტრირება მოახდინა. ექსპერიმენტის მიმდინარეობის მონაწილეებმა ერთმანეთის აზრის გაცვლა შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე კილომეტრი აშორებდათ. скачать dle 11.3
loading...


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge