лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

ორშაბათი ხორცის გარეშე

იცოდით, რომ ჯგუფი “The Beatles” იყო ვეგეტარიანელი წევრებისაგან შემდგარი პირველი მუსიკალური გუნდი? თქვენ ხართ თუ არა ვეგეტარიანელი? გყავთ თუ არა ვეგეტარიანელი მეგობრები? და საერთოდ, რა აზრისა ხართ ვეგეტარიანელობაზე?
იცოდით, რომ ჯგუფი “The Beatles” იყო ვეგეტარიანელი წევრებისაგან შემდგარი პირველი მუსიკალური გუნდი? დიახ, მათ შორის ვეგეტარიანელი იყო და ამჟამადაც არის სერ პოლ მაკკარტნი, რომელიც სხვადასხვა სოციალური კამპანიით დღესაც აქტიურად მოუწოდებს საზოგადოებას კვებით რაციონში ხორც-პროდუქტების შემცირებისაკენ. მისი კულინარიული წიგნი “ორშაბათი ხორცის გარეშე” სწორედ ამ მიზნით დაიწერა.2009 წლიდან პოლი ახორციელებს კამპანიას “ორშაბათი ხორცის გარეშე” თავის ქალიშვილებთან ერთად. მათი მოწოდება მარტივია: “ჭამე უფრო ნაკლები ხორცი, რათა შემცირდეს ხორცის ინდუსტრიით მიყენებული ზიანი გარემოსადმი”. როგორც აღნიშნული კამპანიის საიტიდან ვკითხულობთ, თუ ოჯახები გაანახევრებენ ხორც-პროდუქტების მოხმარებას, ეს უფრო მეტად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას ვიდრე ავტომობილებით სარგებლობის სანახევროდ შემცირება.
 
“ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც ყველას შეუძლია განახორციელოს და რომელიც დადებით გავლენას მოახდენს პოლიტიკურად, ეთიკურად და ეკოლოგიურად არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე” – ამბობს სერ პოლ მაკკარტნი -“მაგალითად გარემოს დაბინძურების შემცირების გარდა გავიუმჯობესებთ ჯანმრთელობას, ეთიკურად მოვეპყრობით ცხოველებს, გავუმკლავდებით გლობალურ შიმშილს, გავაჯანსაღებთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტივობებს“.
 
პოლი ვეგეტარიანელთა რიგებში მდგარი ახალი წევრი ნუ გეგონებათ. 1967 წელს ის თავის ყოფილ მეუღლე ლინდასთან ერთად სამზარეულოში იმყოფებოდა. ცოლ-ქმარმა ფანჯრიდან ბალახში მოთამაშე ცხვრებს გახედეს და შეთანხმდნენ, რომ ასეთ უწყინარ ცხოველებს ვეღარ შეჭამდნენ. უკვე მრავალი წელია, რაც სერ პოლ მაკკარტნი პროპაგანდას უწევს ვეგეტარიანელობას.
 
წიგნი “ორშაბათი ხორცის გარეშე” 300 რეცეპტს შეიცავს და 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება წიგნების მაღაზიების თაროებზე (აშშ-ში). “სოკოს ღვეზელი”, “ბრინჯის ფლავი ნესვით”, “გოგრის ბლინები” – ეს და სხვა ექსკლუზიური რეცეპტები წიგნში თავად პოლ მაკკარტნისა და მისი მეგობრების ავტორობით იქნება. წიგნის გაყიდვებიდან მიღებული თანხა მთლიანად “ორშაბათი ხორცის გარეშე”  კამპანიის ფონდში გადაირიცხება.
www.meatfreemondays.com
თქვენ ხართ თუ არა ვეგეტარიანელი? გყავთ თუ არა ვეგეტარიანელი მეგობრები? და საერთოდ, რა აზრისა ხართ ვეგეტარიანელობაზე?скачать dle 11.3
loading...
40 0 admin კულინარია 19-10-2017, 18:51


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge