лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

დიდი ფული და კულინარია

გორდონ რამსი წელიწადში გამოიმუშავებს 38 მილიონ დოლარს. მშობლებს ურჩევიათ თქვენთვის მზარეულობა?

მსოფლიოში სახელგანთქმულ შეფმზარეულებს მთელ მსოფლიოში აქვთ რესტორნები, საკვები პროდუქტების სუპერმარკეტები, კულინარიული სატელევიზიო გადაცემები და ასევე ისინი ცნობილი ბრენდების სახეებიც არიან. შესაბამისად მათ ბევრი ფულიც აქვთ. ჟურნალმა “Forbes” მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი შეფმზარეულების სია გამოაქვეყნა და მასში ზოგიერთი რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია.
 

 
სიას ლიდერობს გორდონ რამსი, რომელიც წელიწადში გამოიმუშავებს 38 მილიონ დოლარს. ეს თვეში 3 მილიონზე მეტია. გასაკვირიც არაფერია, თავისი საქმის პროფესიონალი გორდონი მსოფლიო მასშტაბით 23 ელიტარული რესტორნის მფლობელია. ის დიდ გასამრჯელოს იღებს ცნობილ ამერიკულ კულინარიულ გადაცემებში მხოლოდ ერთხელ გამოჩენისთვისაც.
 

 
მეორე პოზიციაზე ქალბატონია! 43 წლის რეიჩელ რეიმ 2008 წელს რესტორნების ქსელ “EVOO”-ს დახმარებით გაზარდა თავისი წლიური მოგება საწყისი $18 მილიონიდან $25 მილიონამდე. ვინ თქვა, რომ ქალებს დიდ ბიზნესში და კულინარიაში არაფერი ესაქმებათ? გაუთავებელი ლაპარაკი დღის გადაცემებში, 20 საავტორო კულინარიული წიგნი და მრავალი ჟურნალი. ამ შეფმზარეულ ქალბატონს ესმის, რომ დიდი თანხის მხოლოდ მარჯვე ხელებით გამომუშავება შეუძლებელია.
 

 
რეიტინგის მეოთხე პოზიციაც მანდილოსან პაულა დინს უკავია. ის ბევრს  უიღბლო ქალბატონად მიაჩნდა, მაგრამ ფაქტია, დღეს პაულას სახლში ბეკონი მიაქვს. წლიური შემოსავალი $17 მილიონი და ეს მხოლოდ დასაწყისია, სპეციალურად დაბალკალორიული პროდუქციის გაყიდვითა და ახალი სატელევიზიო შოუთი მისი შემოსავალი ნამდვილად გაიზრდება, თუ მთლად უიღბლოც არ არის პაულა.
ესეც ტოპ-ათეული ყველაზე შემოსავლიანი შეფმზარეულებისა:
1. გორდონ რამსი, $38 მილიონი
2. რეიჩელ რეი, $25 მილიონი
3. ვოლფგანგ ფაქი, $20 მილიონი
4. პაულა დინი, $17 მილიონი
5. მარიო ბატალი, $13 მილიონი
6. ალან დუკასი, $12 მილიონი
7. ტოდ ინგლიში, $11 მილიონი
8. ნობუ მაცუჰისა, $10 მილიონი
9. ბობი ფლეი, $9 მილიონი
10. გაი ფიერი, $8 მილიონი
მშობლებს ურჩევიათ თქვენთვის მზარეულობა?скачать dle 11.3
loading...
42 0 admin კულინარია 19-10-2017, 17:59


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge