лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

ტატუს მოვლის 5 ნაბიჯი

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ მოუაროთ ტატუს, რათა მან შეინარჩუნოს ფერი.

ნაბიჯი 1. პირველი დღეები
თუ კარგად მოუვლი ახალ ტატუს, ის დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს მკვეთრ ფერს და მკაფიო ხაზებს. დაიტანე კრემი, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციას (იკითხე აფთიაქში), ყოველ 3 საათში 10 დღის განმავლობაში. საქართველოში ისვამენ ვაზელინს ან ”ბორო-პლუსს” - ორივე მავნეა ტატუსთვის. 

ნაბიჯი 2. მოთმენა
დააკარი საკვები ფირი, რათა ტატუ არ დაზიანდეს. ყველაფერთან ერთად კანის აღდგენისას იგრძნობ ქავილს, კანზე გაჩნდება ქერქი, თუმცა, მისი აგლეჯა ტატუს დააზიანებს. აარიდე კანის ეს ნაწილი მასაჟისსა და ქავილის რამდენიმე დღით. 

ნაბიჯი 3. დაცვა
აირჩიე ტატუს დაცვის საუკეთესო ვარიანტები, რა თქმა უნდა, შენი კანის ყველაზე დიდი მტერია მზის სხვივები. ამიტომ აარიდე ტატუ (და ზოგადად კანი) მზის სხივების, ან დაიტანე მზისგან დამცავი კრემები. გახსოვდეს, რომ ნამზეური დროებითია, ტატუ კი სამუდამო.

ნაბიჯი 4. ორგანიზმი
შენს ორგანიზმში გარკვეული ცვლადები (მათ შორის წონა) შესაძლოა ცუდად აისახოს შენს ნახატზე. ეს იშვიათია, თუმცა, ხდება წონის ცვლილებების 6-8%-ისას. ამიტომ მაქსიმარულად ეცადე, შენი კანი იყოს მკვრივი, როცა იკლებ ან მატულობ მასაში. ამისთვის ბევრ სავარჯიშოს ნახავ ინტერნეტში. 

ნაბიჯი 5. განახლება
ტატუ ისეთივე არაა, როგორიც იყო ადრე? მაშინ განაახლე. ტატუს განახლება, ანუ ახლიდან შევსება საჭიროა 5-7 წელიწადში ერთხელ (როგორც მინიმუმ), თუმცა, თუ ხედავ, რომ ტატუს ხაზები არ არის მკაფიო, ფერიც უკვე დაკარგული აქვს - აუიცლებლად წადი სალონში.скачать dle 11.3
loading...
89 0 admin იცოდეთ 17-10-2017, 22:37


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge