лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

როგორ უნდა ეცადოს დედა, რომ ლამაზი შვილი გააჩინოს

მიჩნეულია, რომ ფეხმძიმე ქალმა ყველაფერ ლამაზს უნდა უყუროს და მაშინ მისი შვილიც ლამაზი დაიბადება. ეთანხმებიან თუ არა მეცნიერები ამ ხალხურ აზრს?
ადამიანის გარეგნობა დიდწილად გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა ბევრჯერ გავმხდარვართ მოწმე, რომ ბავშვი აშკარად ჰგავს ლამაზ დედ-მამას ნაკვთებით, მაგრამ ლამაზი არ არის. ან პირიქით - ჰგავს ულამაზო დედ-მამა, მაგრამ მაინც ლამაზია. სწორედ ამის ახსნას ცდილობენ მეცნიერები და აი, რა ზოგად რეკომენდაციებს იძლევიან ისინი:


ფეხმძიმეებს ურჩევენ ხშირად იარონ მუზეუმებში, გამოფენებზე, დატკბნენ ბუნების სილამაზით. სამოგზაუროდ წასვლაც რეკომენდებულია, რადგან გარკვეული ტენდენცია, რომ მოგზაურობისას უფრო ლამაზი ბავშვები იბადებიან, არსებობს.
რომელ დედასაც არ უნდა ჰკითხოთ, მთავარია ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. თუმცა სილამაზეს უდავოდ აქვს თავისი უპირატესობები - მიმზიდველ ადამიანებს მეტად პატიობენ, უფრო უყვართ, ადვილად უმეგობრდებიან.
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ გარეგნობა დიდწილად დამოკიდებულია ადამიანის შინაგან თვისებებზე, სამყაროს აღქმასა და ცხოვრების სტილზე. როგორც წესი, სულიერი სიმშვიდე მუდამ ასახავს კვალს ვიზუალურ მხარეზე. მომხიბვლელი ღიმილი და ნათელი თვალები მუდამ აღაფრთოვანებს გარშემო მყოფებს.
ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ჯანმრთელი და ლამაზიც იყოს. ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი სხვაზე მიმზიდველი. მათი აზრით, ადამიანის გარეგნობა მის დაბადებამდე განისაზღვრება. სპეციალისტების აზრით, ფეხმძიმე დედამ ლამაზი და ჯამრთელი ბავშვის გასაჩენად უარი უნდა თქვას მავნე ჩვევებზე, დაიცვას თავი ინფექციებისგან და წონაში ზედმეტად არ მოიმატოს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კანისა და კუნთების იდეალურ ფერსა და მოყვანილობას.
დედამ უნდა მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სრულფასოვნად იკვებოს, მსუბუქად იაქტიუროს, პოზიტივითა და სილამაზით იყოს გარშემორტყმული. გარშემო ყველას სიყვარულითა და გაგებით მოეკიდოს. აი, მთავარი ნიშნები, რათა მომავალმა დედამ ჯანმრთელი და ლამაზი შვილი გააჩინოს. გამონაკლისები ყოველთვის იარსებებენ, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს მიდგომა ამართლებს.
იხილეთ ყველაზე ლამაზი ქართველი დედა-შვილების ფოტოალბომიскачать dle 11.3
loading...
73 0 admin იცოდეთ 17-10-2017, 21:01


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge