лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

5 მავნე მითი შენს თმაზე

ყოველ დღე იბან თავს შამპუნით? გჯერა, რომ სტრესი აჩენს ჭაღარას? მოვიდა დრო, დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპები, რომ საბოლოოდ გაიგო რა არის ქერტლი, როგორ უნდა დაიბანო თავი და შეიძლება თუ არა გამელოტების თავიდან აცილება. 

მითი №1: ქერტლი — ეს უბრალოდ მშრალი კანია
სამწუხაროდ, შამპუნების რეკლამები გატყუებენ. ქავილი და ქერტლის ფიფქები სულაც არ არის გამოწვეული კანის სიმშრალით, ხშირად პირიქითაა. ქერტლის გაჩენა სოკო და საფუარია, რომელიც მშვენივრად გრძნობს თავს შენი თავის კანში.

ვრცელი სტატია ქერტლის და მისი თავიდან აცილების შესახებ იხილე ბმულზე. 

მითი №2: გამელოტება გენეტიკურია 
ფაქტია, რომ გამელოტების 80% განპირობებულია მემკვიდრეობით, თუმცა, ნუ ჩქარობ წინაპრების დადანაშაულებას. კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თმის სიხშირეზე დიდ ზეგავლენას ახდენს რამოდენიმე გენი (რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა დედისგან მიიღე), თუმცა, შემთხვევის დანარჩენი 20% დამოკიდებულია ეკოლოგიაზე, სხვადასხვა დაავადებაზე (მათ შორის ვენერიულ დაავადებებზე), კალციუმისა და D-ვიტამინის ნაკლებობაზე. ამიტომ, 45 წლის შემდეგ, როცა ორგანიზმიდან ხდება მარაგების გამოფიტვა, ასევე ხდება ტესტოსტერონისა და DHT -ენზიმის კომბინაცია. 

მითი №3: შამპუნით თმის დაბანა აუცილებელია ყოველ დღე
ხშირად შამპუნით თმის დაბანა უფრო მავნებელია, ვიდრე სასარგებლო. თუ მამაკაცს აქვს თხელი თმა, რომელიც ძალიან მალე ბინძურდება, მისთვის თმის დაბანა აუცილებელია ყოველ დღე, ხოლო დანარჩენებისთვის ეს პროცესი კვირაში 2-3-ჯერ დაბანას არ უნდა აღემატებოდეს. ზედმეტმა შამპუნმა შესაძლოა საბოლოოდ გაანადგუროს თავის კანში არსებული ქონიანი ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ცხიმიან სეკრეციას, რომლის მეშვეობითაც შენი თმა ბზინვარებს და ჯანსაღად გამოიყურება. 

მითი №4: ჭაღარა გამოწვეული სტრესით
დიახ, სტრესი დიდი ზიანის მომტანია ორგანიზმისთვის და მას მართლა შეუძლია გაგხადოს ჭაღარად ერთ ღამეში, თუმცა, ჭაღარის გამოჩენა ადრეულ ასაკში დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორებთან. ასევე, თუ ჭაღარავდები 45 წლამდე ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს ჰორმონალურ სისტემაზე, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართო ენდოკრინოლოგს და ჰკითხო, თუ რატომ ხდება ფერმენტების გამოფიტვა ორგანიზმიდან.

მითი №5: შამპუნები ხელს უწყობს თმის ცვენის შეჩერებას 
მტკნარი სისულელე. არასდროს აჩერებენ თმის ცვენას, არამედ პირიქით - 45 წლამდე თმის ცვენის შემთხვევათა 10% დაკავშირებული შამპუნებზე, ხოლო დანარჩენი 90% ჰორმონებსა და ეკოლოგიაზე. ანუ, თუ მიმართე ენდოკრინოლოგს და ყველაფერი რიგზეა, მიმართეთ თერაპევტს, ის სავარუდოდ დაგინიშნავს საწვეთურს და ქალაქგარეთ დასვენებას.скачать dle 11.3
loading...


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge