лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

თმის ცვენის 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი

შეამჩნიეთ, რომ დავარცხნისას სავარცხელზე ბევრი თმა რჩება, ხოლო თავზე სულ უფრო გითხელდებათ თმა? ყველაზე ხშირად თმა ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ სცვივათ ქალებს. არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი. პანიკის გარეშე! უბრალოდ გაარკვიეთ მიზეზი და იმოქმედეთ!

ჩვენ გარშემო ხშირად გაგვიგონია თმის ცვენის პრობლემაზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ რა ხდება სინამდვილეში. შევეცადოთ გავერკვეთ პრობლემაში. 

ჰორმონალური ცვლილებები
მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა, კონტრაცეპტივების მკვეთრი შეცვლა ან პირიქით, ანტიესტროგენული პრეპარატების მიღება. ნებისმიერი ჩამოთვლილი ფაქტორი შეიძლება გახდეს მიზეზი თმის ცვენისა. მაგალითად, ორსულობის დროს ქალური ჰორმონების რაოდენობა იზრდება, ხდება ზრდის ფაზის სინქრონიზაცია. ამ დროს თმის ცვენა შეჩერებულია. სამაგიეროდ, მშობიარობის შემდეგ ჰორმონების დონე მკვეთრად ეცემა და თქვენც მთელ ოთახში ხვდებით თქვენს თმებს: დივანზე, ტანსაცმელზე და ა. შ. ეს აიხსნება მარტივად: თქვენ კარგავთ იმ თმას, რომლებიც უნდა დაგცვენოდათ ორსულობის დროს. მეორე გავრცელებული ვარიანტი - ძლიერი თმის ცვენა ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შედეგად. ამ შემთხვევაში უნდა გაიართ კონსულტაცია გინეკოლოგთან და შეცვალოთ პრეპარატი. 

სტრესი
შეყვარებულს ეჩხუბეთ? ვერ გამოიძინეთ? სამსახურში შენიშვნა მიიღეთ უფროსისგან? - ეს არაფერია. მაგრამ თუ ხშირად იღებთ სტრესს - მაშინ თქვენ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ. მაგალითად: ერთჯერადმა ძლიერმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თმის ცვენა 100 დღის შემდეგ. ქრონიკული სტრესის პირობებში ცვენა იქნება მუდმივი და მონოტონური. 

მკაცრი დიეტა
თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაჯდეთ მკაცრ სუპერდიეტაზე, მაშინ კილოგრამებთან ერთად შეიძლება თმაც დაკარგოთ. ვინ თქვა, რომ უცხიმო პროდუქტები უსაფრთხო გზაა წონის კორექციისთვის? სხვათა შორის, უცხიმო დიეტის წყალობით ირღვევა ქალური ჰორმონის გამომუშავება.

ვიტამინების ნაკლებობა
გასაგებია, რომ თმის ცევენა გამოწვეულია ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობის გამოც. ხშირად ეს ეხება В ჯგუფის ვიტამინებს. სწორედ ამ ვიტამინების ნაკლებობა განაპირობებს თმის ცვენას. სანამ გაიქცევით აფთიაქში პრეპარატების შესაძენად - დარწმუნდით, რომ ნამდვილად გესაჭიროებათ ესა თუ ის ვიტამინი. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ჩააბარეთ აუცილებელი ანალიზები და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. 

გენეტიკა
გენებს ვერ შეეკამათები: თუ თქვენი მშობლებისგან ერთ-ერთი შეეჯახა ამ პრობლემას, თქვენ რისკის ქვეშ იმყოფებით. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გენეტიკური განწყობა შეიძლება გადავიდეს შვილზე არა მხოლოდ მამის (ასე ითვლებოდა ადრე), არამედ დედის მხრიდანაც. პანიკის გარეშე! ჯობს ჩაეწეროთ ექიმთან და დაიწყეთ პრობლემის მოგვარება.скачать dle 11.3
loading...


 

Просьба помогать недобросовестным авторам новостей в поиске качественных постеров, трейлеров, рейтингов имдб и кинопоиска, в случаи долгой задержки с дооформлением
ЗАПРЕЩАЕТСЯ ПИСАТЬ БОЛЬШИМИ БУКВАМИ
Запрещается писать транслитом (используйте преобразователь на панели комментариев, иконка "Т")
Запрещается злоупотребление тегами (курсив, жирность, центрирование, цвет)
Мат разрешен, но переход на личностные оскорбления и оскорбления близких и родственников запрещается
Запрещается публиковать ссылки на сторонние ресурсы (файлообменники в особенности)
исключение ссылки на официальные сайты, трейлеры, скриншоты

 
2017 NewLook.Ge